ვიდეოები საშემსრულებლო ხელოვნება

ნახეთ: კანიე უესტმა ციხეში პატიმრებისთვის კონცერტი გამართა

ამერიკელმა რეპერმა, კანიე უესტმა, ტეხასის შტატში პატიმრებისთვის კონცერტი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა TMZ ავრცელებს.

კონცერტი პროექტ “საკვირაო მსახურების” ფარგლებში ჩატარდა. როგორც იცით, კანიე ამ მუსიკალური პროექტის ფარგლებში დახურულ კონცერტებს, სახარების გუნდის თანხლებით მართავს. Sunday Service-ში, როგორც წესი, 100 ზე მეტი მომღერალი და მუსიკოსი მონაწილეობს. წარმოდგენები კი სტილიზებულია, როგორც საეკლესიო მსახურება.

“ესაა მისია და არა შოუ”, – განაცხადა კანიემ ციხეში გამართული კონცერტის შესახებ.

გამოცემის ცნობით, რეპერმა ციხეში 2 საათი გაატარა და პატიმრებისა და თანამშრომლებისთვის იმღერა. რეპერის გამოსვლის ამსახველი ვიდეო HCSOTexas-ის Youtube არხზე გამოქვეყნდა.


კომენტარები

კომენტარი