ვიდეოები

ნახეთ: John Lewis-ის ახალი საშობაო რეკლამა

ბრიტანულმა მაღაზიათა ქსელმა, John Lewis-მა, ახალი სარეკლამო რგოლი გაავრცელა, რომელიც შობას ეძღვნება.

John Lewis-ის სადღესასწაულო ვიდეოროგლები ყოველ წელს ძალიან პოპულარული ხდება, მათ უამრავი ადამიანი ელოდება და უკვე, საშობაო სეზონის დადგომის ტრადიციულ სიმბოლოდაც კი იქცა.

წელს, საშობაო რეკლამა წითელთმიანი გოგონას, ავასა და პატარა დრაკონის, ედგარის მეგობრობაზე გვიყვება. იმის გამო, რომ ედგარი სუნთქვისას ზოგჯერ ცეცხლს აფრქვევს, ხალხს ის არ მოწონს. შობის ღამეს ავა გადაწყვეტს ეს ყველაფერი გამოასწოროს.

კომენტარები

კომენტარი