კინო კულტურა

ნახეთ: ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო“ გადაიღო

ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო“ – ეძღვნება იმ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევას, რომლითაც მეცნიერულად დასაბუთდა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა

ორმოცწუთიანი ფილმის იდეის ავტორია ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე, რეჟისორი ალექსანდრე გაბუნია. ფილმი გადაღებულია სტუდია „სინემანი ფილმს“- ის ბაზაზე.

ფილმმა „საქართველო ღვინის სამშობლო“ საფრანგეთის ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიის ფესტივალზე „Oenovideo“ – ფესტივალის პარტნიორთა და ჟიურის მიერ – მეცნიერებისა და კულტურის სპეციალური პრიზი მიიღო.

სამეცნიერო-მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი გადაღებულია ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს „საქპატენტის“ მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი