შემოქმედებითი ინდუსტრიები

კლუბი Berghain-ი BASSIANI-ს ღამეს უმასპინძლებს

7 დეკემბერს, ბერლინის საკულტო კლუბი Berghain / Panorama Bar, BASSIANI-ს ღამეს უმასპინძლებს, სადაც კლუბის რეზიდენტები Héctor Oaks, HVL, Kancheli, Ndrx და Zitto დაუკრავენ.

შეგახსენებთ, რომ ქართული კლუბის შოუქეისი გერმანიაში უკვე მეორედ იმართება. მანამდე, 25 იანვარს კლუბ ბერგჰაინმა მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალ CTM-ის ოცი წლის იუბილე აღნიშნა, სადაც აუდიტორიის წინაშე წარდგნენ: HVL, KANCHELI, ZITTO, NDRX, Anastasia Kristensen, Machine Woman, Temp Illusion და (ანონიმური სტუმარი) Buttechno.

HECTOR OAKS-ი კლუბის რეზიდენტი 2018 წელს გახდა და ამის შემდეგ მისი ყოველი ვიზიტი ნამდვილ დღესასწაულს წარმოადგენს. OAKS-ს მუსიკალური პალიტრის კონკრეტულ ჟანრობრივ ჩარჩოში შემოსაზღვრა შეუძლებელია, რადგან მარათონული სეტების განმავლობაში მადრიდელი არტისტი მსმენელს უამრავ სიახლეს და უცხო ჩანაწერებს სთავაზობს. არტისტი სადებიუტო ალბომი “AS WE WERE SAYING’’ წლის ბოლოს სწორედ BASSIANI RECORDS-ზე გამოიცა და ის კლუბის გარშემო განხორციელებულ მაისის მოვლენებს ეხმიანება.

გიგი ჯიქია ქართველი პროდუსერი და დიჯეია. მისი რელიზები გამოდის ლეიბლებზე: Rough House Rosie Housewax Records, Voyager, Perpetual Rhythms . 2013 წელს HVL- მა ელექტრონავტების მთავარი ჯილდო “წლის ელექტრონავტი” მიიღო

მნიშვნელოვანი ნაწილი ZITTO იქნება, არტისტი, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურაა. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. ZITTO-ს სეტები ძირითადა ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას.

NDRX კლუბის გამოცდილი რეზიდენტია. NDRX-ის გამოცდილება და შემოქმედებითი მრავალფეროვნება კლუბის საღამოებს ყოველთვის გამორჩეულ მუსიკალურ გამოცდილებად აქცევს. მისი სტილისთვის დამახასიათებელი ეკლექტიზმი და მოულოდნელობა, NDRX-ის არტისტული სახის მთავარი ელემენტებია. საინტერესო იქნება KANCHELI-ს მოსმენაც, რომელიც თავის დიჯეი სეტებში როგორც დეტროიტის მემკვიდრეობას, ასევე ევროპული საცეკვაო მუსიკის ტრადიციებს ინახავს.

კომენტარები

კომენტარი