კინო

პოლ ტომას ანდერსონი ახალ ფილმზე მუშაობს

ამერიკელმა რეჟისორმა და სცენარისტმა, პოლ ტომას ანდერსონმა, თავისი ახალი პროექტის შესახებ განაცხდა, რომელსაც სახელწოდება, ჯერჯერობით, არ აქვს. რეჟისორის თქმით, მას ახალი ფილმის სცენარი უკვე დაწერილი აქვს. აღსანიშნავია, რომ ანდრსონი თავად იქნება ფილმის პროდიუსერიც.

ცნობილია, რომ ამ ეტაპზე, მსახიობთა შერჩევა მიმდინარეობს. გადაღებები კი სან-ფერნანდოში იგეგმება, ქალაქში, სადაც ანდერსონის ფილმების უმეტესობაა გადაღებული.

სიუჟეტის ცენტრში მაღალკლასელი ბიჭია, რომელიც კინოსა და ტელევიზიის დამწყები, ამომავალი ვარსკვლავია. მოქმედება 70-იან წლებშია გადატანილი და მაყურებელი, სავარაუდოდ, ანდერსონის ავტობიოგრაფიულ დეტალებსაც იხილავს.

ფილმის გამოსვლის თარიღი უცნობია. გადაღებები კი 2020 წლის თებერვალში დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი