ვიზუალური ხელოვნება

ნახეთ: უშგულელი ფრიდონ ნიჟარაძის გამოფენა – ფოტოები

ფრიდონ ნიჟარაძე – ეს სახელი და გვარი სულ ცოტა ხნის წინ განსაკუთრებულს არაფერს გვეუბნებოდა, თუმცა უშგულელი მხატვარი თავისი სიურრეალისტური და გასაოცარი ნამუშევრებით მთელი საქართველოსთვის უფრო და უფრო ნაცნობი ხდება.

“ბავშვობიდან ვხატავ. შუახევში დავიბადე, მთლად ტიტლიკანა თოვლში გამოვდიოდი და იქ ნახშირით და ცარცით ვხატავდი, ფარდას ვინ მომცემდა?! მფრინავ ადამიანებს ვხატავდი-ხოლმე, მერე ქუთაისში სამთო-ტექნიკურში ვიყავი, შემდეგ ჯარში, ბოლოს კი სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, მწყემსიც ვიყავი და ქაღალდის ყველანაირ ნაგლეჯზე ვხატავდი. სამხატვროს დამთავრების შემდეგ, ფსიქიატრიულში მოვხვდი, რადგან ეკლესიის სიწმინდეები დავიცავი, იქ სისხლისგან დამცალეს და იმის მერე ნევროზის წამლებს ვსვამ. ასეა, ხალხი ხან ბრბოა და ხან ბრძენი, მე უფრო ბრბოდ მიმაჩნია. თემური წყობილებიდან დაწყებული დღემდე, ნახეთ ცივილიზაცია რა დღეშია” – ამბობს ნიჟარაძე.

ფრიდონი თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, მაგრამ იგი ქალაქში არ დარჩენილა, ისევ სვანეთის მთებს დაუბრუნდა.

მხატვარს თავისი ნახატების გამოფენა არასდროს გაუმართავს. ეს მისი პირველი გამოფენაა.

კომენტარები

კომენტარი