კინო

სერიალი „მეგობრები“, შესაძლოა, HBO-ზე დაბრუნდეს

Hollywood Reporter-ის ცნობით, სტრიმინგ-სერვისი HBO Max საკულტო სერიალ „Friends“-ის ახალი სეზონის გადაღების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

მოლაპარაკებებში მონაწილეობენ სერიალის სცენარისტები დევიდ კრეინი და მარტა კაუფმანი, აგრეთვე „მეგობრების“ ექვსივე მთავარი მსახიობი: ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოკსი, ლიზა კუდროუ, მეტ ლებლანი, მეთიუ პერი და დევიდ შვიმერი.

თუ შეთანხმება შედგა, HBO Max-ს 2020 წლის მაისში გაუშვებენ და აშშ-ში „მეგობრების“ ყველა სეზონის გაშვების ექსკლუზიური უფლება სწორედ მას ექნება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის სექტემბერში გამოცემა Fox-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სერიალი აღარ გაგრძელდებოდა. “მათ არ დავაბრუნებთ და არც რიბუთს ვგეგმავთ. სერიალი ცხოვრების იმ მონაკვეთს ეკუთვნოდა, როცა მეგობრები ჩვენი ოჯახის წევრები იყვნენ” – ამბობდნენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი