საშემსრულებლო ხელოვნება

LIQUID SOUL | 10 საუკეთესო კომპოზიცია

29 ნოემბერს მუსიკალური პლატფორმა TREEBAL Indoor ივენთების ახალ სეზონს იწყებს.

ღონისძიებაზე, რომელიც SPACEHALL-ში გაიმართება და აქამდე არნახული მასშტაბის 3D Visual Mapping პროექტითა და დეკორაციით გაფორმდება, გლობალური ფსაიტრანსის სცენის ერთ-ერთი საუკეთესო არტისტი LIQUID SOUL-ი ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარდგება.

Liquid Soul შვეიცარელი პროდიუსერისა და DJ-ის, Nicola Capobianco-ს პროექტია, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა და იყო ერთ-ერთი პიონერი ფსიქოდელიური პროგრესივ ტრანსის იმ სახით ჩამოყალიბებაში, რომლითაც დღეს ვიცნობთ.

LIQUID SOUL-ის კარიერაში ვიპოვით ფსაი ტრანს კატეგორიაში DJ Award-ის ჯილდოს, Beatport-ის სამ ჯილდოს – ორჯერ საუკეთესო ტრეკისთვის და პრესტიჟულ ჯილდოს “საუკეთესო არტისტი”. ამ ყველაფრის შემდეგ მის რელიზებს Beatport-ზე კვლავ უკავია მოწინავე ადგილი ფსაი ტრანს კატეგორიაში.

“არტნიუსი” გთავაზობთ LIQUID SOUL-ის 10 საუკეთესო კომპოზიციას

კომენტარები

კომენტარი