კინო

“And Then We Danced”-ის საქართველოს კინოთეატრებში სეანსების დასამატებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს

“And Then We Danced”-ის საქართველოს კინოთეატრებში სეანსების დასამატებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს, – ამის შესახებ ფილმის ოფიციალური ფეისბუქგვერდიდან ვიგებთ.

“მოლაპარაკებები მიმდინარეობს ფილმის მწარმოებელ კომპანიასთან. ვფიქრობთ იმაზე, როგორი ფორმით შევძლოთ დავაკმაყოფილოთ მაყურებლის მოთხოვა ისე, რომ მათი უსაფრთხოებაც იყოს გარანტირებული.” – ნათქვამია განცხადებაში.

ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ფილმი კინოთეატრებში მხოლოდ 3 დღით, 8-10 ნოემბრის ჩათვლით გავიდა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, სოციალურ ქსელში მოქალაქეები სეანსების დამატებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი