საშემსრულებლო ხელოვნება

კანიე უესტი პრეზიდენტობაზე კენჭისყრას აპირებს

ამერიკელი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი, კანიე უესტი, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Hollywood Reporter-ი ავრცელებს.

რეპერმა აღნიშნული განცხადება ნიუ-იორკში გამართულ Fast Company Innovation Festival-ზე გააკეთა, სადაც მან მან თავისი ბოტასის ახალი მოდელი წარადგინა. დარბაზი უესტის ამ განცხადებას სიცილით შეხვდა, რეპერმა კი თქვა, რომ ამაში სასაცილო არაფერი იყო.

“ჩვენ ძალიან ბევრ სამუშაო ადგილს შევქმნიდით. ყოველი მესამე აფროამერიკელი ციხეში ზის. მარტინ ლუთერ კინგი​ მოკლეს არა იმიტომ, რომ მას ოცნება ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ მას ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი. ის იბრძოდა აფროამერიკელთა უფლებებისა და მათი კეთილდღეობისთვის” – განაცხადა რეპერმა.

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასა და თავის პოლიტიკურ ამბიციებზე კანიე უესტი პირველად არ ალაპარაკდა. ზუსტად იგივე განცხადება მან 4 წლის წინაც გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი