შემოქმედებითი ინდუსტრიები

ცნობილია People’s Choice Awards 2019-ის ლაურეატები

სანტა-მონიკაში, People’s Choice Awards 2019-ის რიგით 45-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც კინოს, მუსიკის, პოპ-კულტურის წარმომადგენლებს სხვადასხვა ჯილდო გადაეცათ. გამარჯვებულების გამოვლენის გარდა, ცერემონიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა კევინ ჰარტის პირველი საჯარო გამოჩენა გახდა. როგორც იცით, მსახიობი ცოტა ხნის წინ სერიოზულ ავტოავარიაში მოჰყვა.

წელს, ხალხის გადაწყვეტილებით, საუკეთესო ფილმი Avengers: Endgame გახდა. მან, ასევე, გაიმარჯვა “საუკეთესო ექშენ ფილმის” კატეგორიაში.

საუკეთესო კაც მსახიობად რობერტ დაუნი ჯუნიორი, საუკეთესო ქალ მსახიობად კი ზენდაია სტროერმერ კოლემანი დაასახელეს. ექშენ ფილმის საუკეთესო მსახიობი, მაყურებლის გადაწყვეტილებით, ტომ ჰოლენდი გახდა.

საუკეთესო კომედია Netflix-ის “იდუმალი მკვლელობა” გახდა. საუკეთესო საოჯახო ფილმი კი “ალადინი”. წლის სერიალად “უცნაური ამბები” დასახელდა, საუკეთესო სატელევიზიო კომედიად კი “დიდი აფეთქების თეორია”.

People’s Choice Awards 2019-ის განსაკუთრებული ჯილდო, Icon Award-ი ჯენიფერ ენისტონმა მიიღო. სამადლობელი სიტყვა მან სერიალ “მეგობრებს” მიუძღვნა.

კომენტარები

კომენტარი