ლიტერატურა

“სტამბის წიგნები” 17 ნოემბრიდან ლექციების კურსს იწყებს

“სტამბის წიგნები” 17 ნოემბრიდან იწყებს ლექციების კურსს “შეხვედრები სტამბაში”.

9 თვიანი კურსის ფარგლებში, “სტამბის წიგნებში” ლექციები ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს და კვირას, საღამოს 7 საათზე.

ლექტორები წაიკითხავენ ლექციებს განსხვავებულ თემებზე, ძირითადად ეს იქნება ლიტერატურა, მხატვრობა, კინო, თეატრი, ისტორია, ფილოსოფია და სხვა. ლექციების შესახებ ინფორმაცია ყოველკვირეულად დაიდება ჩვენს ფეისბუქ გვერდზე. დამსწრეთა ასაკი შეზღუდული არ არის. ლექციაზე დასწრების საფასურია 10 ლარი, (ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, გადახდა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ისე ონლაინ, სარეგისტრაციო ფორმა დაიდება ღონისძიებასთან ერთად).

პირველი ლექცია გაიმართება კვირას, 17 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე.

ლექციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი