საშემსრულებლო ხელოვნება

არTRACKომენდაცია: დღეს მოსასმენი 5 კომპოზიცია

საინფორმაციო სააგენტო “არტნიუსი” გთავაზობთ 5 კომპოზიციას, რომელსაც დღეს უნდა მოუსმინოთ.

Laurent Garnier – Wake Up

LAURENT GARNIER არტისტების ისეთ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც თავიანთიმუსიკალური კულტურის სახეს წარმოადგენენ. ფრანგი პროდიუსერი და დიჯეი უკვე 25 წელზემეტია ქმნის იმ მემკვიდრეობას, რომელსაც ყოველი მომდევნო თაობა ყურადღებით აკვირდებადა შთაგონების წყაროდ იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული მუსიკის სცენა დასაკლუბო კულტურა ძალიან სწრაფი ტემპით იცვლება, GARNIER-ს რელევანტურობა ეჭვის ქვეშარასდროს დამდგარა – ის ყოველთვის ახერხებს მსმენელს შესთავაზოს საინტერესო დააქტუალური მუსიკა

Aphex Twin – Xtal

ირლანდიელი დიჯეი, რიჩარდ ჯეიმსი ტექნოს ერთ-ერთი პიონერია. ელექტრონული მუსიკის მსმენელს იშვიათად აქვს Aphex Twin-ის მოსმენის. მისი ყოველი კომპოზიცია მართლაც შედევრია, ის უკვე წლებია ყველაზე საუკეთესო არტისტის სტატუსს არ კარგავს.

Mercurrio – SHIFT

ბევრი წარდგენა არასდროს სჭირდება MERCURRIO-ს, დიტო ჩიქოვანს, რომელიც HOROOM-ის ხშირი სტუმრების საყვარელი დიჯეია. მუსიკის შერჩევის და მსმენელთან ურთიერთობის განსაკუთრებული უნარი MERCURRIO-ს ახალი თაობის გამორჩეულ დიჯეიდ აქცევს.

HVL – Moon Halo

გიგი ჯიქია ქართველი პროდუსერი და დიჯეია. მისი რელიზები გამოდის ლეიბლებზე: Rough House Rosie Housewax Records, Voyager, Perpetual Rhythms . 2013 წელს HVL- მა ელექტრონავტების მთავარი ჯილდო “წლის ელექტრონავტი” მიიღო.

Cheaper Shepherd – Fiat 500

Cheaper Shepherd საფრანგეთში მოღვაწე დუეტია, რომელიც საკუთარ მუსიკაში ჰაუსს, ბრეიქს და ჰიპ-ჰოპს აერთიანებს.

ისინი შემდეგ ლეიბლებზე გამოსცემენ ტრეკებს: Help Me, Baldwin Records, Music Baguette და სხვა.

კომენტარები

კომენტარი