ვიზუალური ხელოვნება

ეროვნულ ბიბლიოთეკაში გოჩა გაიოსის პერსონალური გამოფენა მოეწყო

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში არგენტინაში მოღვაწე ქართველი მხატვრის, გოჩა გაიოსის მხატვრული ნამუშევრებისა და გამოცემების პერსონალური გამოფენა მოეწყო.

გამოფენას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.

ექსპოზიციაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს იხილოს გოჩა გაიოსის მიერ ბუენოს აირესში უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში შექმნილი ქართული ავანგარდის მხატვრული გამოცემები. მხატვარმა პრეზიდენტს საკუთარი წიგნი “ტიციან ტაბიძის ხსოვნას” უსახსოვრა.

კომენტარები

კომენტარი