კინო საშემსრულებლო ხელოვნება

ლევან გელბახიანი ანტონიო ბანდერსთან ერთად ნომინაციაში

ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” მთავარი როლის შემსრულებელი “ევროპის კინემატოგრაფიის ჯილდოს” ნომინანტებს შორის კაცის როლის შესრულებისთვის დასახელებდა.

გელბახიანთან ერთად, ნომინირებულთა შორის არის ანტონიო ბანდერასი ფილმისთვის Pain and Glory (რეჟ. პედრო ალმოდოვარი). ნომინაციაზე სულ 6 მსახიობი კაცია წარდგენილი.

იგი ფილმში გეი მოცეკვავის, მერაბის როლს ასრულებს, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც ამბიციური მეტოქე, ირაკლი შეუყვარდება.

“ევროპის კინემატოგრაფიული ჯილდო” 24 კატეგორიაში გაიცემა და ის კინოსამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომლის მიზანიც ევროპული კინოსა და მსახიობების გამორჩევაა.

კომენტარები

კომენტარი