კინო

ლევან აკინი: “აღფრთოვანებული ვარ მაყურებლების სიმამაცით, რომლებიც პრემიერაზე შიშის გარეშე მივიდნენ”

გუშინ გამართულ შვედურ-ქართული ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ხმაურიან პრემიერას ფილმის რეჟისორი, ლევან აკინი ეხმიანება.

“ძალიან ამაყი ვარ, რომ კინოთეატრებმა უკან არ დაიხიეს და არც დაგეგმილი ჩვენებები გააუქმეს. პირიქით, სოლიდარობა გამოხატეს. საბოლოო ჯამში კი, ქართულმა აუდიტორიამ ეს ფილმი იხილა. ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. აღფრთოვანებული ვარ ყველა იმ ადამიანით, ვინც არ შეშნდა და პრემიერაზე მივიდა” – წელს რეჟისორი ინსტაგრამზე.

როგორც იცით, ფილმის 8 ნოემბერს დაგეგმილ პრემიერას საქართველოში დიდი რეზონანსი მოჰყვა. “ქართული მარში”, ლევან ვასაძე და ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე, გურამ ფალავანდიშვილი პრემიერის ჩაშლით იმუქრებოდნენ. ამიტომ, კინოთეატრებთან სპეცრაზმი და პოლიცია იყო მობილიზებული. ფილმის ჩვენებამ ჰომოფობიური აქციების პარალელურად ჩაიარა. აქციის მონაწილეებმა კინოთეატრ ამირანის წინ პარაკლისი გადაიხადეს და ლგბტ თემის დროშა დაწვეს.

საბოლოო მონაცემებით, გუშინ გამართული აქციების დროს პოლიციამ 27 ადამიანი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი