ვიდეოები

ნახეთ: შერონ სტოუნმა “ძირითადი ინსტინქტის” ცნობილი სცენა გაიმეორა

ახლახან, ამერიკელი კინომსახიობი, შერონ სტოუნი, ჟურნალმა GQ “წლის ქალად” დაასახელა. სამადლობელი სიტყვის დროს, მსახიობმა “ძირითადი ინსტინქტის” ყველაზე პოპულარული სცენა გაიმეორა.

ჯილდოს მიღების შემდეგ, მსახიობმა სცენაზე სკამი მოითხოვა. დაჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ამის გამეორება აუდიტორიასაც სთხოვა. მისი თქმით, ადამიანები მას ყველაზე ხშირად, სწორედ, ამ სცენასთან დაკავშირებით უსვამენ კითხვებს.

“ძირითადი ინსტინქტი” პოლ ვერჰოვენის მიერ 1992 წელს გადაღებული ეროტიკული ელემენტების შემცველი თრილერია. მასში მთავარ როლებს შერონ სტოუნი და მაიკლ დუგლასი ასრულებენ. აღსანიშნავია, რომ შერონ სტოუნი, სწორედ, ამ ფილმში შესრულებული როლით გახდა მსოფლიო ვარსკვლავი.

კომენტარები

კომენტარი