კინო

ლევან გელბახიანი მინსკის საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო მსახიობად დაასახელეს

გუშინ, 8 ნოემბერს მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალის შედეგები გახდა ცნობილი.

კინოფესტივალზე “ფოთოლცვენა” (LISTAPAD) ქართველ კინემატოგრაფისტებს ოთხი ჯილდო გადაეცათ, რომელთა შორისაც ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” მსახიობი, ლევან გელბახიანი საუკეთესო მსახიობ მამაკაცად დასახელდა.

ქართველი მსახიობი, გასულ თვეს, ვალიადოლიდში გამართულ ესპანეთურ კინოფესტივალზეც საუკეთესო მსახიობად დაასახელეს. ამასთან ერთად, გაიმარჯვა ოდესის კინოფესტივალზე, ასევე, ბოსნია და ჰერცეგოვინაში გადაეცა კინოფესტივალის პრიზი “სარაევოს გული“.

აღსანიშნავია ისიც, რომ WMagazine-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალზე წარდგენილი ფილმების საუკეთესო მსახიობების სია გამოაქვეყნა, სადაც ისეთი სახეების გვერდით, როგორებიც არიან, რობერტ პატისონი, უილიამ დეფო, ბილ მიურეი და სხვები, ლევან გელბახიანიც მოხვდა.  

იგი ფილმში გეი მოცეკვავის, მერაბის როლს ასრულებს, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც ამბიციური მეტოქე, ირაკლი შეუყვარდება.

კომენტარები

კომენტარი