კინო

გიგა ზედანია: “ეს არ არის ფილმი მხოლოდ ჰომოფობიასა და გეი სიყვარულზე”

ფილოსოფოსი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია ლევან აკინის ფილმს “და ჩვენ ვიცეკვეთ” აფასებს.

“ფილმი ნანახი მაქვს, ნამდვილად კარგი კინოა. ეს არ არის ფილმი მხოლოდ ჰომოფობიასა და გეი სიყვარულზე. ფილმში დამაჯერებლად არის ნაჩვენები ახალგაზრდა თაობის სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, ის, თუ როგორ იბრძვიან ისინი თვითგადარჩენისათვის; როგორ არავინ ჰყავთ საკუთარი თავის გარდა (თუმცა აქვთ სოლიდარობის გამოვლენის უნარი); და როგორ არავის აქვს უფლება, მათ მოთხოვოს მორჩილება, იმიტომ რომ მათი პიროვნული ავტონომია – გამოხატული, მათ შორის, სექსუალობაში – არის მათივე შრომით, ტკივილით, ტანჯვით მოპოვებული რამ.” – ამბობს ზედანია.

შეგახსენებთ, რომ ფილმის პრემიერა გუშინ, 8 ნოემბერს შედგა საქართველოს კინოთეატრებში. შენობებთან მობილიზებული იყო პოლიცია, რომელიც მაყურებლებს იცავდა ულტრამემარჯვენე ძალებისგან.

ფილმი ახალგაზრდა მოცეკვავის, მერაბის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც “მოცეკვავეს ამბიციური მეტოქე, ირაკლი შეუყვარდება.

კომენტარები

კომენტარი