კულტურა

კინოთეატრ ამირანთან აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა

კინოთეატრ ამირანთან ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან დაპირისპირებისას აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა, – ამის შესახებ Tbilisi Pride-ის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი იტყობინება.

თაბაგარის ინფორმაციით, ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა სუბელიანს ქვა თვალში ესროლეს. ის ფილმის სანახავად იყო მისული.

მანამდე პოლიციამ კინოთეატრ „ამირანთან“ 2 ადამიანი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი