კინო კულტურა

რა ვითარებაა კინოთეატრ ამირანთან? – განახლებადი

ფოტო: ქეთი შავგულიძე

თბილისში, კინოთეატრ „ამირანთან“ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დაანონსებული იყო, პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველების ერთ ნაწილს შესასვლელთან კორდონი აქვს გაკეთებული, მეორე ნაწილი კი კინოთეატრის დაცვასთან ერთად იმყოფება დარბაზში.

აღსანიშნავია, რომ სწორედ იქ მყოფ პოლიციელებს უნდა წარუდგინონ ფილმზე დასასწრები ბილეთი მისულმა სტუმრება და მხოლოდ ამის შემდეგ დაიშვებიან დარბაზში.

რაც შეეხებათ ულტრამემარჯვენე ძალებს, ისინი ორად არიან გაყოფილები. “ქართული მარშის” წევრები ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიასთან იკრიბებიან, დანარჩენი ჯგუფები კი ვერის ბაღში. მათი ერთი ნაწილი ამბობს, რომ მშვიდობიანად გააპროტესტებენ კინოჩვენებას. მეორე ნაწილი კი ყველა კინოთეატრის პიკეტირებას გეგმავს.

“ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო იქ მისულ ხალხთან, ჩვენ ვართ წინააღმდეგები ფილმის ჩვენების, კინოთეატრის ხელმძღვანელების და მესვეურების. გარწმუნებთ, რომ მშვიდობიანი ბრძოლა იქნება” – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

“ჩვენ ვაპირებთ არაძალადობრივად, ხალხის ხელის დარტყმის გარეშე ჩავშალოთ. მაგალითად, მივიწევ კამერებისკენ, თავში მხვდება პოლიციის ჯოხები, მე ხელს არ ვანძრევ და მივდივარ, მივდივარ, მივდივარ… ბოლოს იმდენი ვართ, რომ ყველას ვერ გვირტყამენ (იმედია, რომ არც დაგვარტყამენ) და ვაღებთ მშვიდად, ლამაზად კარს და “შტეფსელიდან” ვრთავ დენს.” – უთხრა ჟურნალისტებს გურამ ფალავანდიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა იგეგმება. ფილმზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

კომენტარები

კომენტარი