სტილი, დიზაინი

დიზაინერი პატრიკ-ლუი ვიტონი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

Louis Vuitton-ის პრესსამსახურის ცნობით, საფრანგეთში 68 წლის ასაკში ცნობილი დიზაინერი პატრიკ-ლუი ვიტონი გარდაიცვალა.

პატრიკ-ლუი ვიტონი ლუი ვიტონის სახლს 1973 წლიდან შეუერთდა და მდიდრული ტყავის ჩანთების, სამგზავრო ჩემოდნების, მოდური ტანისამოსის, პარფიუმერული ნაწარმისა და აქსესუარების დამზადების ოჯახური ტრადიცია განაგრძო. ბრენდის ისტორია კი 1854 წლიდან იწყება. ის ლუი ვიტონმა დააარსა.

ფრანგული სამოდელო სახლი 1854 წელს დიზაინერმა ლუი ვიტონმა დააარსა. ემბლემა LV გამოსახულია ყველგან, მდიდრული ჩემოდნებითა და ტყავის ნაწარმით დაწყებული და ფეხსაცმლით, საათებით, საიუველირო ნაწარმით, აქსესუარებით, მზის სათვალეებითა და წიგნებით დამთავრებული. Louis Vuitton ერთ-ერთი ლიდერი საერთაშორისო სამოდელო სახლია მსოფლიოში.

კომენტარები

კომენტარი