კინო

ნახეთ: რიკარდო სპინოტის ფილმის ტრეილერი, ირაკლი კვირიკაძისა და ენტონი ჰოპკინსის მონაწილეობით

ინტერნეტში რიკარდო სპინოტისა და ვალენტინა დე ამიჩისის რეჟისორობით გადაღეული ფილმის, “Now is everything / ახლა ყველაფერია” ტრეილერი გამოქვეყნდა. როგორც იცით, ფილმში მთავარ როლს ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე, ენტონი ჰოპკინსთან ერთად ასრულებს.

ფილმის სიუჟეტი ახალგაზრდა ფოტოგრაფის, ნიკოლასის ირგვლივ ვითარდება. სწორედ, მის როლში ვიხილავთ ქართველი მსახიობს. ნიკოლასის ცხოვრება საიდუმლოებითა და შიშითაა სავსე, რის გამოც თავად ფოტოგრაფი და მისი გარშემომყოფები უცნაურ სიტუაციებში ხვდებიან.

ფილმში მონაწილეობენ, აგრეთვე, რეი ნიკოლსონი (ჯეკ ნიკოლსონის შვილიშვილი) და მიკი სამნერი (სტინგის ქალიშვილი).

ფილმის სცენარზე “ოსკარის” ორგზის ნომინანტმა, იტალიელმა დანტე სპინოტმა იმუშავა. მსახიობთა ჩაცმულობაზე კი ოთხი “ოსკარის” მფლობელმა, კოლინ დანტემ იზრუნა.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი კვირიკაძე ერთადერთი ქართველი არაა, რომელიც ამ პროექტში იყო ჩართული. ფილმზე მხატვარი ლაშა ზამბახიძეც მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი