ვიდეოები კინო

ნახეთ: “უცნაური ამბების” წარუმატებელი დუბლები

სტრიმ-სერვისმა, Netflix-მა, პოპულარული სამეცნიერო-ფანტასტიკური სერიალის, “უცნაური ამბების” სამივე სეზონის წარუმატებელი დუბლები გამოაქვეყნა. ფანებმა ვიდეოებში საყვარელი სერიალის გმირები სხვადასხვა კომიკურ სცენაში ნახეს, განსაკუთრებით კი დევიდ ჰერბორის სცენა აღნიშნეს, რომელშიც ის სიცილის გარეშე სიტყვა “ბებიას” ვერ ამბობს.

როგორც იცით, 1 ოქტომბერს, Netflix-მა სერიალის მეოთხე სეზონის გამოსვლის შესახებ გააკეთა განცხადება. ახალი ეპიზოდის მოქმედება, სავარაუდოდ, ცნობილი ქალაქის, ჰოუკინზის საზღვრებს გასცდება. პროექტის შემქმნელებმა მეთ და როს დაფერებმა პირველი ეპიზოდის სათაური უკვე გავრცელეს – Hellfire Club. ეს სახელწოდება Marvel-ის კომიქსების მოყვარულებისთვის ნაცნობია. Marvel-ის სამყაროში Hellfire Club-ი საიდუმლო ორგანიზაციაა, რომელიც ძალაუფლებისთვის მებრძოლი მუტანტებისგან შედგება.

looking for new members… are you in? pic.twitter.com/P1xAWNUPss— Stranger Writers (@strangerwriters) November 7, 2019

კომენტარები

კომენტარი