კულტურა

მიხეილ ბატიაშვილმა მინისტრის პოსტი დატოვა

მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტი დატოვა.

სხდომის შემდეგ ყოფილმა მინისტრმა განმარტა, რომ თანამდებობა თავისი ნებით დატოვა.

„მინდა გითხრათ, რომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო მინისტრის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები.

ამასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მქონდა  პრემიერ-მინისტრთან და ძალიან ვაფასებ მის მხარდაჭერას როგორც ზოგადად, განათლების სისტემის მიმართ, ასევე, ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. 

ასევე, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მას იმისათვის, რომ  პირადად აქტიურად არის ჩართული რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესებში“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა

კომენტარები

კომენტარი