კინო კულტურა

Airbnb-ზე ჰარი პოტერის მშობლების სახლი ქირავდება

Airbnb-ზე განთავსდა განცხადება, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ მსურველებს ჰარი პოტერის მშობლების სახლის ქირაობა შეუძლიათ. ეს, სწორედ, ის სახლია, რომელშიც ჯოან როულინგის რომანთა სერიის ეკრანიზაციაში, ჰარის მშობლები ცხოვრობდნენ, მანამ, სანამ მათ ვოლან-დე-მორტი დახოცავდა.

სახლი საფოლკის საგრაფოში, სოფელ ლავენჰემში მდებარეობს. მასში სულ ორი საძინებელია, მსურველებმა თითოეული მინიმუმ 2 დღით უნდა იქირაონ. სახლში, სადაც ჰარი პოტერი დაიბადა, 2 ღამით დარჩენა 254 ევრო ღირს.

ლავენჰემი, თავისი უცნაური სახლებითა და ქუჩებით, ერთი შეხედვით, არარეალურ, ზღაპრის ქალაქს ჰგავს. ის ისტორიული ქალაქია, რომელსაც, ხშირად, “გადახრილი სახლების ქალაქს” უწოდებენ. ცნობილია, რომ მეთხუთმეტე საუკუნეში, ლავენჰემი ბრიტანეთის კუნძულებზე ერთ-ერთ უმდიდრეს ქალაქად ითვლებოდა. აქ საუკეთესო ხარისხის ქსოვილები იწარმოებოდა. ამის გამო, მას ხალხის დიდი ნაკადი მიაწყდა და მისი მოსახლეობაც სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. ახალი მოსახლეები სწრაფად აშენებდნენ სახლებს და ამ სიჩქარის გამო, ხის კარგად გამომშრალ მასალას ვერ ხმარობდნენ. ეს ნესტიანი ფიცრები, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში გამოშრა და სახლებიც დეფორმირდა და გადაიხარა, თუმცა, ამ პერიოდში მოსახლეობას უკვე აღარ ჰქონდა მათი შეკეთების საშუალება, რადგან ქსოვილების წარმოებაში ასპარეზზე სხვა ქალაქებიც გამოვიდნენ, ლავენჰემმა კონკურენციას ვერ გაუძლო და გაკოტრდა.

Лавенхэм-ის სურათის შედეგი
Лавенхэм-ის სურათის შედეგი
Лавенхэм-ის სურათის შედეგი
Лавенхэм-ის სურათის შედეგი

კომენტარები

კომენტარი