არქიტექტურა, არქეოლოგია

გურჯი ხათუნისა და მისი შვილის სამარხში აღმოჩენილი ძვლები ექსპერტიტაზე გადაიგზავნა

თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ სოციალურ ქსელ ფეისბუქში გურჯი ხათუნისა და მისი შვილის, სულთან ალაედდინ ქეიქუბად მეორის ახლად აღმოჩენილი საფლავის ქვების ფოტომასალა გაავრცელა. მისი თქმით, სამარხში აღმოჩენილი ძვლები ექსპერტიზაზე უკვე გადაგზავნილია.

“ბედნიერი ვარ, რომ საქართველოდან სწორედ მე მომიწია გურჯი ხათუნისა და თავისი ვაჟის, სულთან ალაედდინ ქეიქუბად მეორის ახლად აღმოჩენილი საძვალისა და საფლავის ქვების მონახულება. ასევე, ძალიან მახარებს ის ფაქტიც, რომ სამარხში აღმოჩენილი ძვლები უკვე გადაგზავნეს ექსპერტიზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-თურქეთის საერთო კულტურული მემკვიდრეობა საზოგადოების დიდ დაინტერესებას გამოიწვევს”, – წერს ელჩი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი