კინო

ლევან ვასაძე: “ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ამ ფილმის ჩვენება”

“ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ამ ფილმის ჩვენება” , – ლევან ვასაძემ ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” შესახებ ეს განცხადება გუშინ გააკეთა.

“მიუხედავად იმისა, რომ 8 ნოემბერს მე სერბეთში უნდა ვყოფილიყავი დედის სიწმინიდისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მომხსენებლად პლენარულ სესიაზე, ორგანიზატორებს დიდი ბოდიში შევუთვალე და დღეს თბილისში დავრჩი, რათა თქვენთან ერთად, კვლავ ვიბრძოლო ჩვენი სამშობლოს ზნეობრივი ტრადიციის დასაცავად. ჩემი აზრით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ამ ფილმის ჩვენება, არც ერთ ამ ექვს კინოთეატრში ამ სამი დღის განმავლობაში” – ამბობს ვასაძე ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ რეჟისორ ლევან აკინის ფილმი, რომელიც ქვიარი კაცების სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს, პირველად 8 ნოემბერს უნდა უჩვენონ საქართველოს კინოთეატრებში.

კომენტარები

კომენტარი