საშემსრულებლო ხელოვნება

20 წლის შემდეგ, კიანუ რივზი პირველად გამოჩნდა მეგობარ ქალთან ერთად

კანადელ მსახიობს, კიანუ რივზს მხატვართან, ალექსანდრა გრანტთან რომანი აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Mirror-ი ავრცელებს.

მსახიობი მეგობარ ქალთან ერთად ლოს-ანჯელესში გამართულ საქველმოქმედო საღამოზე, LACMA Art + Film-ზე გამოჩნდა. მათმა ერთად გამოჩენამ დიდი რეზონანსი გამოიწვია იმიტომ, რომ კიანუ რივზისთვის 20 წლის შემდეგ, ეს პირველი საჯარო რომანია. მსახიობი ბოლოს ოფიციალური ურთიერთობა ჯენიფერ საიმთან ჰქონდა.

1999 წელს, კიანუ რივზსა და ჯენიფერ საიმს შვილი დაბადებამდე გარდაეცვალათ. 2 წლის შემდეგ, საიმი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ამის შემდეგ, ალექსანდრა გრანტთან ერთად გამოჩენის დღემდე, კიანუ რივზს თავისი პირადი ცხოვრების შესახებ ოფიციალური განცხადება აღარ გაუკეთებია.

კიანუ რივზმა და ალექსანდრა გრანტმა ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გაიცნეს. 2011 წელს გამოვიდა მათი ერთობლივი წიგნი, სახელწოდებით, “Ode To Happiness”, 2015 წელს კი “Shadows”.

keanu reeves girlfriend-ის სურათის შედეგი"
keanu reeves girlfriend-ის სურათის შედეგი"
keanu reeves girlfriend-ის სურათის შედეგი"

კომენტარები

კომენტარი