საშემსრულებლო ხელოვნება

ნახეთ: ცნობილი ლოგოტიპების საჰელოუინე ვარიანტები

გრაფიკულმა დიზაინერმა და ბლოგერმა, ნიკით logotipper, რუსულ საინფორმაციო და გასართობ ქსელში, Pikabu, რომელიც ინგლისურენოვანი პორტალის, Reddit-ის ანალოგია, ცნობილი კომპანიებისა და ორგანიზაციების ლოგოტიპების საჰელოუინე ვარიანტები გამოაქვეყნა.

დიზაინერის ნამუშევრებმა ინტერნეტში დიდი მოწონება დაიმსახურეს. მომხმარებლებმა პორტალ Pikabus ხელმძღვანელობას ურჩიეს, საიტის ლოგოდ, სწორედ, დიზაინერის მიერ შექმნილი ვარიანტი აირჩიონ.

როგორც იცით, ჰელოუინი მთელ მსოფლიოში 1 ნოემბერს აღინიშნა. დღესასწაულის შეხვედრას, ტრადიციის მიხედვით, ყველგან 31 ოქტომბრის ღამეს იწყებენ. ჰელოუინის მთავარი ტრადიცია კოსტიუმირებული წვეულებებია. ყველა ცდილობს ჩაიცვას გამორჩეული, საინტერესო და განსხვავებული კოსტიუმი. ჰელოუინის ღამეს, როგორც წესი, ადამიანების უმეტესობა საშიში გმირების კოსტიუმებს ანიჭებს უპირატესობას. ეს ნახატებიც, სწორედ ამ აზრითაა შექმნილი. დიზაინერმა “კოკა-კოლის” სისხლიანი ლოგითი, ჯოკერის სახით, როგორც “ნაიკის” ლოგოთი და “ეიფლის” ცნობილი ლოგოს ნაცვლად ჩაკბეჩილი გოგრის დახატვით, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ბევრისთვის საყვარელი დღესასწაულის ტრადიციებს.

Кровавая Coca-Cola и Nike-Джокер: дизайнер придумал хэллоуинские варианты известных логотипов

კომენტარები

კომენტარი