საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

ბილი აილიშმა და ტეილორ სვიფტმა MTV Europe Music Awards-ის მთავარი ჯილდოები მიიღეს

ესპანეთში, ქალაქ სევილიაში, MTV Europe Music Awards-ის დაჯიდლოების ცერემონია გაიმართა. წელს, მუსიკალური პრემიის ტრიუმფატორები ბილი აილიში და ტეოლორ სვიფტი გახდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

ბილი აილიშმა ორ კატეგორიაში გაიმარჯვა. ესენია: “საუკეთესო სიმღერა” (Bad Guy) და “საუკეთესო დებიუტი”. ტეოლორ სვიფტი კი გამარჯვებულია ნომინაციებში: “აშშ-ის საუკეთესო შემსრულებელი” და “საუკეთესო ვიდეო” (სიმღერა Me).

“საუკეთესო არტისტის” ნომინაციაში კანადელმა მომღერალმა, შონ მენდესმა გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ მუსიკალური კონკურსის ფავორიტმა, არიანა გრანდემ, რომელიც ყველა ნომინაციაზე იყო წარდგენილი, საბოლოოდ, ვერც ერთი ჯილდო ვერ მიიღო.

საუკეთესო Live გამოსვლებისა და ფანების ყველაზე დიდი რაოდენობისთვის კონკურსის ჯილდო კორეულ ჯგუფს BTS-ს გადაეცა. “საუკეთესო როკ-ჯგუფად” კი Green Day დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ წელს, კონკურსის ისტორიაში პირველად გაიცა პრიზი ნომინაციაში “როკის ხატი” და ის ჯგუფ Oasis-ის სოლისტმა, ლიამ გალახერმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი