შემოქმედებითი ინდუსტრიები

ელენ დეჯენერსი “ოქროს გლობუსის” საპატიო ჯილდოს მიიღებს

ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი, მსახიობი და მწერალი, ელენ დეჯენერსი “ოქროს გლობუსის” საპატიო პრემიას, Carol Burnett-ს მიიღებს.

როგორც პრემიის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნავენ, დეჯენერსი საპატიო ჯილდოს ტელევიზიაში მოღვაწეობისა და ამ სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიიღებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ის, კეროლ ბარნეტის შემდეგ მეორე ქალი იქნება, რომელიც აღნიშნულ პრემიას მიიღებს.

“ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია მოხარულია, რომ ელენ დეჯენერსს კეროლ ბარნეტის პრემია გადაეცემა. 25 წელია ის თავისი უდავო ხიბლითა და ჭკუით საზოგადოების ყურადღებას იპყრობს. ტელეწამყანის გარდა, ის არის ადვოკატი და ფილანთროპი, იმ ადამიანებისთვის იმაღლებს ხმას, ვისაც ის არ გააჩნია, ყველგან ავრცელებს სიკეთესა და ბედნიერებას” – ნათქვამია ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებაში.

ელენ დეჯენერსს “ემის” 11 ჯილდო აქვს მიღებული, თავისი სატელევიზიო გადაცემისთვის “ელენ დეჯენერსიის შოუ”, რომელიც ეკრანზე 2003 წლიდან გადის. აღსანიშნავია, რომ მან ორჯერ წაიყვანა “ოსკარის” დაჯილდოების ცერემონია.

შეგახსენებთ, რომ დაჯილდოების ცერემონია 2020 წლის 5 იანვარს, ლოს-ანჯელესში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი