ლიტერატურა

11 ნოემბერს მკითხველი ბესიკ ხარანაულს შეხვდება

11 ნოემბერს, საქართველოს მწერალთა სახლი და გამომცემლობა “ინტელექტი” მწერალთა სახლში ბესიკ ხარანაულთან შეხვედრას აწყობს.

შეხვედრა, რომელიც პოეტის იუბილეს ეძღვნება, საღამოს, 7-ის ნახევარზე დაიწყება და 8 საათამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 1939 წლის 11 ნოემბერს, თიანეთში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე, რაც გვიდასტურებს, რომ ამ ავტორის მაღალმხატვრულ პოეზიას თავისი თაყვანისმცემლები ჰყავს უცხოეთშიც. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს. 2010 წელს წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში.

კომენტარები

კომენტარი