კინო

ნახეთ: “საშობაო ისტორიის” პირველი თიზერი გამოქვეყნდა

BBC-მ ახალი მინი-სერიალის, “საშობაო ისტორიის” პირველი თიზერი გაავრცელა. როგორც იცით, სერიალი ჩარლზ დიკენსის ცნობილ რომანზეა დაფუძნებული და მასზე “ალესილი კეპებისა” და “ტაბუს” შექმნელები მუშაობენ.

დიკენსის საკულტო ნაწარმოების, “საშობაო სიმღერის” ეკრანიზაციაში მთავარ როლებს გაი პირსი, ენდი სერკისი, ჯო ელვინი, შარლოტა რაილი და სხვები ასრულებენ.

ცნობილია, რომ სერიალი სკრუჯის ისტორიის ახლებური ხედვა იქნება. ნაწარმოების მიხედვით, ხარბ და გაბოროტებულ მოხუც სკრუჯს, ერთ ღამეს, დიდი გამოცდის გავლა მოუწევს. მასთან მიდის სამი მოჩვენება, რომლებსაც შეუძლიათ, ცხოვრებისადმი მისი დამოკიდებულებები შეცვალონ. ამჯერად, ეკრანიზაცია ბევრად უფრო იდუმალი და გამოცანებით სავსე იქნება, ვიდრე წინა ვარიანტები.

სულ სამი სერიის გამოშვებაა დაგეგმილი, რომელთა დამდგმელიც ნიკ მერფი იქნება. სერიალის პრემიერა დეკემბერში შედგება.

კომენტარები

კომენტარი