სტილი, დიზაინი

ქართული ტყავის პროდუქცია ქუვეითში ექსპორტზე გავიდა

სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ტყავის აქსესუარების მწარმოებელმა კომპანიამ ,,გეფერინი“  პროდუქცია ქუვეითში ექსპორტზე გაიტანა.

კომპანიამ ,,გეფერინი“ ქუვეითურ კომპანიასთან A&M Company ხელშეკრულება გააფორმა. A&M Company ქუვეითში ერთ-ერთი უმსხვილესია, რომელიც ტყავის იმპორტირებულ პროდუქციას ქვეყნის მასშტაბით ყიდის. სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კომპანია ,,გეფერინმა“ აღნიშნულ საერთაშორისო კომპანიასთან ბიზნესკავშირები ჰონგ-კონგის ყოველწლიურ გამოფენაზე APLF დაამყარა.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ გამოფენაში მონაწილეობით, ქართულმა კომპანიამ მეორე წარმატებული საექსპორტო ხელშეკრულება გააფორმა. 2018 წელს, სწორედ ამ ღონისძიების შედეგად, კომპანიას „გეფერინი“ და  InterBlock Hong Kong Limited-ს შორის წარმატებული კონტრაქტი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ქართულმა კომპანიამ ჰონგ-კონგის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სავაჭრო ცენტრში კუნძულის ტიპის მაღაზია გახსნა.

სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“ მუდმივად უწევს ორგანიზებას მსგავსი ტიპის ღონისძიებებს და აღნიშნულ გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, რაც საშუალებას აძლევს ქართულ კომპანიებს კონტაქტების დაამყარებაში პოტენციურ  სავაჭრო პარტნიორებთან.

კომენტარები

კომენტარი