კინო

ლედი გაგა გუჩის მკვლელობის შესახებ გადაღებულ დრამაში მიიღებს მონაწილეობას

მომღერალი და მსახიობი, ლედი გაგა, რეჟისორ რიდლი სკოტის ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს. ფილმი კრიმინალური დრამა იქნება, რომელიც მოდის სახლ Gucci-ს დირექტორის, მაურიციო გუჩის მკვლელობის ამბავს მოგვითხრობს. ეს გასული საუკუნის ერთ-ერთი გახმაურებული საქმეა. აღსანიშნავია, რომ იტალიელი ბიზნესმენის მკვლეობაში მთავარი ეჭვმიტანილი მისი ყოფილი ცოლი, პატრიცია რეჯიანი იყო.

რიდლი სკოტის ფილმში ლედი გაგა, სწორედ, პატრიცია რეჯიანის როლს შეასრულებს. მას ბრალად დაედება ყოფილი ქმრის მკვლეობა, შურისძიების მიზნით.

პატრიცია რეჯიანი მაურიციო გუჩიმ 1985 წელს მიატოვა და სხვა ქალთან დაიწყო ურთიერთობა. ისინი ერთმანეთს ოფიციალურად 1991 წელს დაშორდნენ, 1995 წელს კი მაურიციო გუჩი მოკლეს. აქედან გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ბიზნესმენის მკვლელობა მისმა ყოფილმა ცოლმა დაგეგმა. ორ წელში პატრიცია რეჯიანი დააკავეს და 29-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ჯერჯერობით, უცნობია, როდის დაიწყება ფილმის გადაღებები.

კომენტარები

კომენტარი