ვიდეოები კინო

ნახეთ: “ახალი პაპის” თიზერი გამოქვეყნდა

HBO-მ სერიალ “ახალი პაპის” თიზერი გამოაქვეყნა. როგორც იცით, სერიალში მთავარ როლებს ჯუდ ლოუ და ჯონ მალკოვიჩი ასრულებენ. პროექტი, სახელწოდებით “ახალი პაპი” “ახალგაზრდა პაპის” გაგრძელებაა. მისი რეჟისორი პაოლო სორენტინოა.

ცნობილია, რომ ახალ სეზონში ძველ მსახობებთან, ხავიერ კამარასთან, სილვიო ორლანდოსა და სესილ დე ფრანსთან ერთად, ახალ მსახიობებს, მერლინ მენსონს, შერონ სტოუნს, იულია სნიგირსა და სხვებს ვიხილავთ.

სიუჟეტის მიხედვით, როცა რომის პაპი ლენი ბელარდო (ჯუდ ლოუ) კომაში ვარდება, ვატიკანი მისი შემცვლელის, ახალი პაპის ძიებს იწყებს. ყველაზე ღირსეული კანდიდატი არისტოკრატი ჯონ ბრენოქსი (ჯონ მლკოვიჩი) აღმოჩნდება, რომელიც სედითა და მწუხარებით იტანჯება.

შეგახსენებთ, რომ სერიალი, წელს, ვენეციის კინოფესტივალზე უჩვენეს. გამოცემა The Guardian-ის ცნობით, ახალი სეზონი “ძალიან მდიდარი, შესანიშნავი და იდუმალი” გამოვიდა.

სერიალის პრემიერა Sky Atlantic-ზე ნომებერში შედგება. HBO-ზე კი მისი ჩვენება 2020 წლის იანვარში იგეგმება. ცნობილია, რომ ახალი სეზონი სულ 9 სერიით იქნება წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი