შემოქმედებითი ინდუსტრიები

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ისტორიული მარანი აღდგა

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ისტორიული მარანი აღდგა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, კომპანია “უფლისციხის მეურნეობა”-ს მიერ რესტავრირდა და განახლდა მარნის არქიტექტურული შენობა, სადაც რენოვაციის მეთოდით ფუნქციურად ამოქმედდა მარნის ინტერიერში განთავსებული ქვევრები.

აღდგა სამეცნიერო კვლევის შედეგად აღმოჩენილი ვაზის 3 ჯიშით გაშენებული სავენახე მეურნეობა, სადაც სახელობითი ნერგები დაირგო. დღეიდან რეაბილიტირებული მარანი უფლისციხის მუზეუმ ნაკრძალის ერთ-ერთ თვალსაჩინო მარშრუტად იქცევა.

საგანგებოდ მოწვეული სტუმრებისთვის უფლისციხის მარანი სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ “უფლისციხის მეურნეობა”-ს დამფუძნებელთან ტრისტან დოღოზაშვილთან ერთად საზეიმოდ გახსნა.

პრეზენტაციის ფარგლებში მოეწყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნების -„ქართული გემო“-ს და “ქართული სამოსი”-ს გამოფენა- გაყიდვა.

ღონისძიებაზე ექსპონირდა „ხელოვნების სასახლეში“ დაცული ქართული ტრადიციული სამოსი. ჩატარდა
ქართული ტრადიციული კრეძების მასტერკლასი. დეგუსტირდა ადგილობრივად დაწურული ღვინოები – თეთრი ჩინებული და წითელი -თავკვერი.

კომენტარები

კომენტარი