კულტურა

ლეონარდო დიკაპრიო და გრეტა ტუნბერგი ერთმანეთს კლიმატის ცვლილებაზე სასაუბროდ შეხვდნენ

მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო და ახალგაზრდა აქტივისტი გრეტა ტუნბერგი ერთმანეთს კლიმატის ცვლილებაზე სასაუბროდ შეხვდნენ, ამის ამსახველი ფოტომასალა მსახიობმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

“ადამიანთა ისტორიაში ცოტა შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ხმები ასეთი გაძლიერებულია მნიშვნელოვან მომენტებში – თუმცა გრეტა ტუნბერგი ჩვენი დროის ლიდერი გახდა”, – წერს ლეონარდო დიკაპრიო.

“ისტორიას სულ რამდენიმე მაგალითი ახსოვს, როცა გადამწყვეტ მომენტებში ვიღაცის ხმას მსოფლიოს ცვლიდა. იმედი მაქვს, რომ გრეტას გზავნილი მსოფლიო ლიდერებისთვის განგაშის სიგნალი გახდება და მიხვდებიან, რომ უმოქმედობის დრო დასრულდა. სწორედ, გრეტას და სხვა ახალგაზრდა აქტივისტების წყალობით, მომავალს ოპტიმიზმით”, – განაცხადა დიკაპრიომ. 

გრეტა თუნბერგი ეკოაქტივიზმის მთავარი სახე გახდა. იგი მსოფლიომ ერთი წლის წინ გაიცნო, როცა გრეტა სკოლაში წასვლის ნაცვლად სტოკჰოლმში, პარლამენტის შენობასთან მივიდა მოთხოვნით, რომ პოლიტიკოსებმა მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად და შვედეთის მთავრობამ კარბონის ემისია პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებულ ნორმებამდე დაიყვანოს. ორი კვირის განმავლობაში გრეტა მარტო იჯდა პარლამენტთან და არიგებდა ბროშურებს, რომელზეც შემდეგი სიტყვები ეწერა: „ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ თქვენ, უფროსებს, ფეხებზე გკიდიათ ჩემი მომავალი“.

კომენტარები

კომენტარი