ვიდეოები

ნახეთ: ტომ იორკის ახალი, სიურრეალისტური კლიპი

ჯგუფ Radiohead-ის ვოკალისტმა, ტომ იორკმა სიმღერაზე, სახელწოდებით “Last I Heard” ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. სიმღერა მისი ბოლო ალბომიდან, Anima-დან გახლავთ, რომელიც ამ ზაფხულს გამოვიდა.

შავ-თეთრი ანიმაციური ვიდეორგოლი ნიუ-იორკის ექსპერიმენტულ სტუდია Art Camp-ში, კინემატოგრაფ და დიზაინერ, საად მუსადის მიერ შეიქმნა. ვიდეოში მოქმედება ვითარდება “ოცნებისა და სიზმრების სამყაროში, რომელიც ტომ იორკისა და სტენლი დონვუდის წარმოსახვათა ფრაგმენტებზეა დაფუძნებული”. როგორც იცით, დონვუდი ბრიტანელი მხატვარია, რომელიც Radiohead-თან 1994 წლიდან მუშაობს. სწორედ, მისი შექმნილია ჯგუფის ყველა ალბომის პოსტერი.

“ტომმა გავვიზიარა თავისი ხედვები და ფრაგმენტები ოცნებებიდან. ჩვენ კი, ვინც ვმუშაობდით ამ ვიდეოზე, გავაფართოვეთ მისი ხედვები. ჩვენ გვინდოდა გადმოგვეცა იმ ადამიანის გრძნობები, რომელიც ხალხით გარშემორტყმულია და თან, სრულიად მარტოა. ამ ხალხში ხედავს საკუთარ თავს, მაგრამ არ ესმის მათი, ვინ ქალაქთან ბრძოლაში საღი აზრი დაკარგა და ვერ ხვდებიან, რომ მას მათი დახმარება სჭირდება”- განაცხადეს Art Camp-ში.

ამ იდეის განსახორციელებლად სტუდიას 3 ათასი შავ-თეთრი ფოტო დასჭირდა. ყველა მათგანი ხელითაა შექმნილი. ვიდეოს შემქმნელების თქმით, მათ რამდენჯერმე თქვეს უარი უკვე შექმნილ ვიდეოსა და მიღებულ შედეგზე და ყველაფრის თავიდან კეთება დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი