სტილი, დიზაინი შემოქმედებითი ინდუსტრიები

ჰელოუინი 2019: ყველაზე დასამახსოვრებელი კოსტიუმები

ჰელოუინი უკვე მთელ მსოფლიოში ცნობილი დღესასწაულია, რომელიც 31 ოქტომბრის ღამეს აღინიშნება. ამ დღეს იმართება კოსტიუმირებული წვეულებები, მათი ყველა სტუმარი კი სახალისო, საშიშ, საინტერესო საკარნავალო კოსტიუმემს იცვამს და უამრავ ღონისძიებაში, მსვლელობასა და თამაშში მონაწილეობს.

ყოველი წლის ამ დღეს, ვარსკვლავების ჩაცმულობა დიდი განხილვის საგანია. წელს, ბევრმა ვარსკვლავმა თავისი კოლეგების პაროდირებაც კი გადაწყვიტა, ზოგიერთებმა ცნობილი კინოგმირების კოსტიუმები მოირგეს, ზოგი კი წვეულებაზე ზღაპრის გმირად მოგვევლინა.

“არტნიუსი” გთავაზობთ წლევანდელი ჰელოუინის ყველაზე დასამახსოვრებელ ვარსკვლავებს.

ჯესიკა ბილმა მეუღლის, ჯასტინ ტიმბერლეიკის ფორმა მორგო, მუსიკალური ჯგუფიდან NSYNC-ი. თავად ტიმბერლეიკი კი ცოლს მიკროფონის ფორმით ახლდა.

ამერიკელმა მსახიობმა და მომღერალმა, ანა კენდრიკმა, წელს, “შავი გედიდან” ნატალი პორტმანის ცნობილი კინოგმირის ფორმა ჩაიცვა.

ბრი ლარსონი, როგორც ბრიტნი სპირსი, სიმღერს კლიპიდან “Baby One More Time”.

View this post on Instagram

@britneyspears 👋

A post shared by Brie (@brielarson) on

სერიალ “შავი კომედიის” ვარსკვლავებმა საშინელებათა ფილმის “ჩვენ” გმირების კოსტიუმები მორგეს.

ნინა დობრევმა დღესასწაული ბილი აილიშის ფორმაში აღნიშნა.

View this post on Instagram

I’m the bad guy

A post shared by Nina Dobrev (@nina) on

არიანა გრანდემ ჰელოუინისთვის სერიალ “The Twilight Zone”-ს გმირის კოსტიუმი აირჩია.

View this post on Instagram

eye of the beholder 👁 🖤

A post shared by Ariana Grande (@arianagrande) on

ჰაიდი კლუმმა კვლავ დაამტკიცა, რომ ჰელოუინის დედოფალია. წელს, მან ბიომექანიკური ზომბის როლი მოირგო.

მოდელმა კაილი ჯენერმა წვეულებაზე რამდენიმე კოსტიუმი მორგო. ის ჯერ ქალთევსზას სამოსით გამოჩნდა, შემდეგ კი ფლეიბოის ბაჭიის ფორმით.

კაილი ჯენერისა და ტრევის სკოტის ქალიშვილს კი ზუსტად ისეთი კაბა ეცვა, როგორიც დედამისს 2019 წლის Met Gala-ზე.

პერის ჰილტონი წვეულებაზე მაილი საირუსი იყო.

ნიკი მინაჟი და მისი მეუღლე ჰარლი ქუინისა და ჯოკერის ფორმებში გამოჩნდნენ.

კიმ კარდაშიანმა და მისმა მეგობარმა, ჯონათან ჩებანმა, შერისა და მისი მეუღლის, სონი ბონოს ფორმაში აღნიშნეს ჰელოუინი.

დემი ლოვატომ დღესასწაულისთვის პენივაიზის ფორმა აირჩია.

ელტონ ჯონს განასახიერებდა მომღერალი და მსახიობი ჰარი სტაილსი.

სინდი კროუფორდის ოჯახი. მოდელი დები ჰარის განასახიერებდა, მისი მეუღლე დევიდ ბოუი იყო, შვილი, კაია გერბერი კი ჯოან ჯეტი.

კეტი პერი და ჯონ ჰოლიდეი წვეულებაზე ბილ და ჰილარი კლინტონების ფორმით გამოჩნდნენ.

კენდალ ჯენერი წვეულებაზე კარლ ლაგერფელდის ფორმით მიმავალი დააფიქსირეს.

კომენტარები

კომენტარი