სტილი, დიზაინი შემოქმედებითი ინდუსტრიები

ნახეთ: ჰაიდი კლუმის დაუვიწყარი კოსტიუმი წლევანდელ ჰელოუინზე

ჰელოუინი სუპერმოდელ ჰაიდი კლუმისთვის ყველაზე გამორჩეული დღესასწაულია. უკვე 20 წელია, ამ დღეს მოდელი საკუთარ, ტრადიციულ წვეულებას აწყობს, რომლისთვისაც თვეებით ადრე იწყებს მზადებას. მისი კოსტიუმები ყოველთვის გამორჩეული და დასამახსოვრებელია, წელს კი, მისმა ვიზუალმა სტუმრები შეაძრწუნა და სოციალურ ქსელებში უარყოფითი შეფასებებიც დაიმსახურა.

მოდელი და მისი მეუღლე, ტომ კაულიტცი, გასულ წელს, სტუმრებს ფიონასა და შრეკის ფორმაში დახვდნენ, წელს კი ისინი ზღაპრის კეთილი გმირებისგან სრულიად განსხვავებულ ამპლუაში გამოჩნდნენ. წყვილის გამოჩენამ, ერთდროულად, შიში და აღფრთოვანება გამოიწვია. ისინი წვეულებაზე დიდი, მინებზე სისხლიანი სატვირთო მანქანით გამოჩნდენ.

მოგვიანებით, მოდელმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მზადდებოდა მისი კოსტიუმი. ფანებმა აღნიშნეს, რომ არავის შეუძლია ჰელოუინის ისე განსაკუთრებულად აღნიშვნა, როგორც ჰეიდის.

კომენტარები

კომენტარი