სტილი, დიზაინი

Vetemenets და Balenciaga – მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბრენდების ათეულში

მოდის გლობალურმა საძიებო პლატფორმამ Lyst ტრადიციულად გამოაქვეყნა მოდის ყველაზე პოპულარული ბრენდების სია.

ონლაინ შოპინგისის დროს 9 მილიონი მომხმარებლის მიერ გამოვლენილი მახასიათებლებისა და 12 ათასი დიზაინერის ონლაინ პროდუქციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ჩამონათვალში პირველი ადგილი Off-White™, მეორე Balenciaga-ს, მესამე კი Gucci-ს ეკუთვნის. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ათეულის ბოლო ადგილს ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მორიგი ბრენდი, Vetements-ი იკავებს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მონაცემებით, მეორე ადგილზე Gucci გავიდა, წელს კი Balenciaga-ს ხაზმა მსოფიო მასშტაბით ცნობილ იტალიური მოდისა და ტყავის ნივთების ლეიბლს გადაუსწრო.

კომენტარები

კომენტარი