შემოქმედებითი ინდუსტრიები

ნახეთ: რომელი კინოგმირების კოსტიუმებია ყველაზე მოთხოვნადი წლევანდელ ჰელოუინზე

სერვისმა FandangoNOW კინომოყვარულთა შორის გამოკითხვა ჩაატარა იმის დასადგენად, რომელი კინოგმირების კოსტიუმებს ანიჭებენ უპირტესობას წლევანელი ჰელოუინის მონაწილეები. ქალ პერსონაჟთა შორის ყველაზე მოთხოვნადი კაპიტანი მარველი (ბრი ლარსონი) აღმოჩნდა, მამაკაცების უმეტესობამ კი ჯოკერი (ხოაკინ ფენიქსი) დაასახელა.

ყველაზე პოპულარულ კოსტიუმებს შორის მომხმარებლებმა დაასახელეს, ასევე, წითელი კომბინეზონი საშინელებათა ფილმიდან “ჩვენ”, კოსტიუმები “შურისმაძიებლებიდან”, “ვარსკვლავური ომებიდან”, “ცივი გულიდან”, “სათამაშოების ისტორიიდან” და ა.შ.

გამოკითხვის შემდეგ, ქალ პერსონაჟთა ხუთეული ასე გამოიყურება:

კაპიტანი მარველი (ბრი ლარსონი, ფილმი: “კაპიტანი მარველი”)

რეი (დეიზი რიზლი, ფილმი: “ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერი. მზის ამოსვლა”)

მალეფისენტა (ანჯელინა ჯოლი, ფილმი: “მალეფისენტა”)

შავი ქვრივი (სკარლეტ იოჰანსონი, ფილმი: “შურისმაძიებლები. ფინალი”)

პრინცესა ჟასმინი (ნაომი სკოტი, ფილმი: “ალადინი”)

მამაკაცთა გამოკითხვის შემდეგ კი ყველაზე მეტი ხმა ამ ხუთმა პერსონაჟმა მოგროვა:

ჯოკერი (ხოაკინ ფენიქსი, ფილმი: “ჯოკერი”)

ადამიანი-ობობა (ტომ ჰოლენდი, ფილმი: “ადამიანი-ობობა, სახლიდან შორს”)

კაპიტანი ამერიკა (კრის ევანსი, ფილმი: “შურისმაძიებლები. ფინალი”)

პენივაიზი (ბილ სკარსგარდი, ფილმი: “ის 2”)

თორი (კრის ჰემსვორთი, ფილმი: “შურისმაძიებლები. ფინალი”)

კომენტარები

კომენტარი