შემოქმედებითი ინდუსტრიები

ბერლინის კედლის დანგრევის 30 წლისთავს დედაქალაქში მასშტაბური რეივით შეხვდებიან

9 ნოემბერს, ბერლინის კედლის დანგრევის 30 წლისთავს ადგილობრივი კლუბების ქსელი, მთავრობის მხარდაჭერით, მასშტაბური რეივით აღნიშნავს. პროექტში, სახელწოდებით “ევროპის კლუბური ღამე”, ბერლინის გარდა, ევროპის 27 ქალაქია ჩართული, მათ შორის, ლონდონი, პარიზი, მადრიდი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ “ევროპის კლუბური ღამის” ფარგლებში, რეივ საღამოები ბერლინის 27 კლუბში გაიმართება. ორგანიზატორბის თქმით, ამ დღეს ბერლინში ყველა კონტინენტის ცნობილი შემსრულებლები მოიყრიან თავს.

მასშტაბური რეივის დაწყებამდე ორგანიზატორები წარადგენენ “კლუბური კულტურის მანიფესტს”, რომელიც მოიცავს წესებსა და მონაწილეების საერთო ფასეულობებს.

9 ნოემბერს დაგეგმილ ამ პროექტს ბერლინის მერი, მიხაელ მიულერი გახსნის. ბილეთების ფასი 5-დან 15 ევრომდე იქნება.

კომენტარები

კომენტარი