კულტურა

ციხე-სოფელი მუცო პარიზში საზოგადოების რჩეული და ევროპა ნოსტრას ჯილდოს მფლობელი გახდა

პარიზში, შატლეს თეატრში ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელზეც ევროპული მემკვიდრეობის პრიზი ევროპა ნოსტრას ჯილდო ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტს გადაეცა.

საღამოზე ასევე დასახელდა გრან პრის მფლობელი 7 ლაურეატი, მათ შორის „საზოგადოების რჩეული“, რომელიც აგრეთვე მუცო გახდა.

ღონისძიების თანამასპინძლები ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი პლასიდო დომინგო და ევროკომისარი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში ტიბორ ნავრაჩიჩი არიან. ცერემონიას 1000-ზე მეტი სტუმარი ესწრება სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, არიან საქართველოს დელეგაციის წევრები.

საქართველოს რესტავრაციის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი და მასშტაბური ძეგლის, მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტს 2014 წლიდან საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი