ლიტერატურა

გიორგი კეკელიძე: „ადამიანი უსასტიკესი ცხოველია, მოულოდნელი და გაუგებარი სიკეთეებით”

საინფორმაციო სააგენტო “არტნიუსი” საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, მწერალსა და პროზაიკოსს, გიორგი კეკელიძეს ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ კეკელიძე არის პრემია „საბას“ პრემიის ლაურეატი, წინანდლის პრემიის ლაურეატი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი (2006-2012 წლებში.) საგანმანათლებლო მოძრაობა #ეკვილიბრიუმის დამფუძნებელი. წიგნის მუზეუმის დამაარსებელი. წიგნის ჩუქების დღის ინიციატორი საქართველოში.

გთავაზობთ გიორგი კეკელიძის მიერ შევსებულ პრუსტის კითხვარს:

 რა არის თქვენი მთავარი დამახასიათებელი თვისება?

– სიჯიუტე.

– ის, რასაც ყველაზე მეტად აფასებთ ქალში

– ადამიანებს ასე არ ვყოფ. საყვარელი ქალისგან კი მხოლოდ საინტერესოობას ვითხოვ.

– ის, რასაც ყველაზე მეტად აფასებთ მეგობარში

– გამძლეობას.

– რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ ნაკლად?

 –  ზოგიერთი სასაცილო შიშის აკვიატებულ დაუძლევლობას.

– რა არის თქვენი საყვარელი საქმიანობა?

– ცხოველების ცხოვრებაზე დაკვირვება.

– ნიჭი, რომელიც გინდათ, რომ გქონდეთ?

– მუსიკის წერა მინდა შემეძლოს.

– რას ვერ იტანთ ყველაზე მეტად?

– ცუდად გაკეთებული ხაშის სუნს.

– ის, რასაც ადვილად პატიობთ

–   ხაშის არც თუ ისე კარგად მომზადებას.

– რისი პატიება არ შეგიძლიათ?

– ხაშის ცუდად მომზადების

–  რის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ სიცოცხლე?

იმ სახლის სუნის განცდის გარეშე, სადაც ზაფხულობით ბავშვობისას ვისვენებდით.

– რას მიიჩნევთ თქვენს უმნიშვნელოვანეს მიღწევად?

– მარცხების გამარჯვებებად ქცევის ხელოვნების დაუფლებას.

– საქართველოში რომ არ დაბადებულიყავითსად დაიბადებოდით?

– ან ისლანდიაში ან აფრიკაში.

– როგორ მოიაზრებთ ბედნიერების იდეას?

– არ მაქვს ბედნიერების სრულყოფილად განცდის უნარი.

– რას მიიჩნევთ უბედურებად?

– საზოგადოებრივ ტუალეტში მოულოდნელ ჩაკეტვას.

– თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა?

– წინ მაქვს.

– რა გინდათ, რომ დიდი ხნის შემდეგ თქვან თქვენზე?

–  ყველაფერი კარგი.

– რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს? 

ისტორიული პერსონების გულწრფელი ზიზღის უნარი არ მაქვს.

– ვინ არის თქვენი საყვარელი ლიტერატურული გმირი?

– კინო, სტეინბეკის ერთი მოთხრობიდან.

– ვინ არის თქვენი გმირი რეალურ ცხოვრებაში?

– საკუთარი თავი.

– თქვენი საყვარელი მწერალი?

– ასეთის გათქმა, უპატიებელი პროფესიული შეცდომა იქნება ჩემგან.

თქვენი საყვარელი მხატვარი?

–  კარავაჯო

– თქვენი საყვარელი კომპოზიტორი?

 – ბახი და კოლტრეინი

– რომელია თქვენი საყვარელი ფერი?

– ბანალური ნაცრისფერი

– წიგნი, რომლის ავტორიც იქნებოდით?

– ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი

– თქვენი საყვარელი კომპოზიცია?

– სამი იყოს – ,,ავდმყოფი მგოსანი’’ (თამარ იშხნელი) ,, Oh, Doctor Jesus’’ (მაილს დევისი) ,, Joshua Fit The Battle Of Jericho’’ (მაჰალია ჯექსონი)

– ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ?

–  არ მინდა შეგაშინოთ. საიდუმლოდ დავტოვებ

– რეფორმა, რომელსაც უმაღლეს შეფასებას აძლევთ?

–  ადამიანების საზოგადეობის მიერ მიღებულ ზოგიერთ წესს, რომლის გავლენაც ახლა თქვენთვის მშვიდად პასუხის შესაძლებლობას მაძლევს.

– ის, რისიც ყველაზე მეტად გეშინიათ

– ნელი ავადმყოფობებისა და სიკვდილის კარის მიღმა ოთახის

– რითი ხართ დაჯილდოებული?

– ახლობელი ადამიანებისთვის ნერვების დაუსრულებლად მოშლის ნიჭით

– რომ არა თქვენ, ვინ იქნებოდით?

– უკანმოუხედავი მოგზაური ან ფანჯარსთან გამუდმებით მჯდომი დამკვირვებელი ხალხმრავალ ქუჩაზე

– როგორ სიკვდილს ისურვებდით?

– ხალხისგან შორს, სიკვდილის განცდის უმტკივნეულო, მაგრამ ცნობიერი შესაძლებობით

– გჯერათ, რომ…

– ადამიანი უსასტიკესი ცხოველია, მოულოდნელი და გაუგებარი სიკეთეებით.

– თქვენი დევიზი?

– მძულს დევიზები.

კომენტარები

კომენტარი