კულტურა

საქართველო 2020 წელს ევროპის საბჭოს „პრეისტორიული კლდის ხელოვნების კულტურული მარშრუტის“ ასამბლეას უმასპინძლებს

2020 წელს საქართველო ევროპის საბჭოს „პრეისტორიული კლდის ხელოვნების კულტურული მარშრუტის“ მე-10 საიუბილეო გენერალურ ასამბლეას უმასპინძლებს.

საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილება 25 ოქტომბერს იტალიაში, ვალკამონიკაში მიიღეს მარშრუტის მე-9 გენერალურ ანსამბლეაზე, რომელსაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია ესწრებოდა.

ქართველმა მეცნიერებმა შეხვედრის ფარგლებში წარადგინეს პრეზენტაცია კლდის ხელოვნების მიმართულებით საქართველოში დაგეგმილი აქტივობებისა და მიღწევების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი