ლიტერატურა

ონორე დე ბალზაკის გამონათქვამები

“ARTNEWS-ი” გთავაზობთ მე-19 საუკუნის ფრანგი მწერლის ონორე დე ბალზაკს გამონათქვამებს. შეგახსენებთ, რომ ბალზაკი 18 აგვისტოს გარდაიცვალა.მას გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მუდმივად ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. 1850 წელს იგი დაქორწინდა, ქორწინებიდან 5 თვის შემდეგ კი გარდაიცვალა.

  1. არაფერია იმაზე დიდი, ვიდრე დიდი ტალანტი არავითარი პერსპექტივით.
  2. თავისუფლება ანარქიას შობს, ანარქია-დესპოტიზმს. დესპიტიზმი-თავისუფლებას. მილიონობით არსება დაიღუპა ისე, რომ ვერც ერთ ამ სისტემას ვერ გაამარჯვებინა. განა ეს მოჯადოებული წრე არ არის, რომელშიც მუდამ იტრიალებს მორალური სამყარო?
  3. ძალაუფლების ხელში ჩაგდება არ გვაძლევს მისი გამოყენების უფლებას. სკიპტრა სათამაშოა ბავშვისთვის, ხოლო ნაპოლეონისთვის დედამიწის ასაწევ ოწინარს წარმოადგენდა.
  4. პატიოსანი ადამიანი ყველას მტერია.
  5. არავის არ გვიყვარს ქალი იმის გამო, რომ ის ლამაზია ან მახინჯი, სულელია თუ ჭკვიანი. ჩვენ გვიყვარს ისინი იმიტომ, რომ ჩვენ გვიყვარს ისინი.
  6. განა გრძნობა ერთ გაფიქრებაში მოქცეული მთელი სამყარო არ არის?
  7. შინაბერამ თვალები დახარა ისე, როგორც მონაზონმა შიშველი ქანდაკების წინაშე.
  8. უბედურება თანასწორობას შობს.
  9. ფული პატიოსნების გარეშე ავადმყოფობაა.
  10. კეთილშობილი ადამიანები ცუდი ვაჭრები არიან.

კომენტარები

კომენტარი