კინო სტილი, დიზაინი

ნახეთ: Levi’s-მა “ვარსკვლავურ ომებს” კოლექცია მიუძღვნა

Levi’s-მა Disney-სა და Lucasfilm-თან კოლაბორაციით კაფსულური კოლექცია გამოუშვა, რომელიც “ვარსკვლავური ომების” ბოლო, მეცხრე ეპიზოდის გამოსვლას ეძღვნება.

კოლექციაში წარმოდენილია ჰუდები, ჯინსები, ქურთუკები და აქსესუარები, რომელთა დიზაინშიც ჩართულია ციტატები და სხვადასხვა სიმბოლოები “ვარსკვლავური ომებებიდან”, მათ შორის, ჰან სოლოს ცნობილი ფრაზა: “I’ve got a bad feeling about this”; კოსმოსური სადგური და გალაქტიკური სუპერ იარაღი, “სიკვდილის ვარსკვლავი”; მთავარი გმირების: ლიუკ სკაიუოკერის, პრინცსა ლეას, დართ ვეიდერის, ჩუბაკასა გამოსახულებები და ა.შ.

კოლექცია, სახელწოდებით “Star Wars: The Rise of Skywalker x Levi’s” 1 ნოემბრიდან გაიყიდება. თავად ფილმი კი, როგორც იცით, 19 დეკემბერს გამოვა.

კომენტარები

კომენტარი